1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გაუშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გაუშვა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გაუშვა

0

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი გაუშვა. თუმცა საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის გამო ყველა მათგანის ჩამოგდება ვერ შეძლეს.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ასევე დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვის ოლქები.

„იმ პირობებში, როდესაც პარტნიორებისგან მიღებული საჰაერო თავდაცვის რაკეტები კრიტიკულად არ გვყოფნის, ჩვენი ჯარისკაცები წარმოუდგენელ რაღაცებს ჩადიან და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს აჩვენებენ. ეს არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმია, რომელიც იხსნის სიცოცხლეს, როდესაც საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება დაგვიანებულია ან არ ხორციელდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, დაეხმარონ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მომარაგებით.

ზელენსკის ცნობით, მხოლოდ დნეპროპეტროვსკის ოლქში ისკანდერის ტიპის რაკეტით თავდასხმის შედეგად მრავალშვილიანი ოჯახიდან სამი ბავშვი და მათი მშობლები დაიღუპნენ. თავდასხმას გადაურჩა ორი მცირეწლოვანი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს. საერთო ჯამში კი, გასული ღამის იერიშის შედეგად რვა ადამიანია დაღუპული და ათობით – დაშავებული.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთისგან მასშტაბური იერიში იყო მოსალოდნელი.