1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას აქვს”
“ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას აქვს”

“ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას აქვს”

272
0

მე ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

კითხვაზე, რა გადაადგილებები შეიძლება მოხდეს ოპოზიციაში საარჩევნო წელს და თავად სად ხედავს თავს, თაკო ჩარკვიანი პასუხობს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს „ლელოსთან“ და გახარიას გუნდთან.

„არა „ლელოსთან“ და არა გახარიასთან. მე 2018 წლიდან ვგულშემატკივრობ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია. აქ ახალგაზრდები არიან, ეს გახლავთ ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, იგორ ნარმანია, ასათიანი, ვასო ურუშაძე, თავად ლევანი. თუ ისინი რაღაც გამოცდილებას ეკითხებიან გარკვეულ საქმეებში ადამიანებს და ასეთი ადამიანი გახლავთ, მაგალითად, ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იუსტიციის სახლის აღმშენებელი გიორგი ვაშაძე, რომელმაც მართლა უპრეცედენტოდ საოცარი რამ გააკეთა იუსტიციის სახლის სახით, ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ შენება და რეფორმები „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.

„ამიტომ მგონია, რომ შენება და რეფორმები შეუძლია ამ გუნდს. რაც შეეხება სამართლებრივ სისტემას, მე არაფრის აღარ შემეშინდება, თუ ჩვენ ახლავე მოვახდენთ სამართლებრივი სისტემის რეფორმას, არც ერთი ნიჭიერი ქართველი საშიში აღარ გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსული მართვის სამართლებრივი სისტემა დარჩება, მაშინ ყველა საშიშია. მე ვიხუმრე ერთხელ, ამ სამართლებრივი სისტემის დროს ანგელოზი გადაკეთდება ჯოჯოხეთის მოციქულად და მსახურად-მეთქი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სამართლებრივი სისტემაა დასანგრევი. ეს გუნდი მზად არის, რომ ეს სამართლებრივი სისტემა შეიცვალოს და ამიტომ, მჯერა, რომ „ნაციონალებთან“ ურთიერთობა ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მათ უკან დგას მიხეილ სააკაშვილი თავისი იდეით. მას რამდენი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, ვგულისხმობ დასავლური კუთხით შენებას, ვფიქრობ, ამას ჩემი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.