1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინმეს თუ საკუთარი საუბრის ტონი და შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს პოდოლიაკია”- მიხეილ სარჯველაძე
“ვინმეს თუ საკუთარი საუბრის ტონი და შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს პოდოლიაკია”- მიხეილ სარჯველაძე

“ვინმეს თუ საკუთარი საუბრის ტონი და შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს პოდოლიაკია”- მიხეილ სარჯველაძე

244
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადება   ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

მისი  თქმით, არავის აქვს უფლება, დაუსაბუთებლად რამე ბრალდება წამოაყენოს.

 

„მთელი ეს რიტორიკა, რომ შევაჯამოთ, რომელსაც ბატონი პოდოლიაკი მიმართავს, ესაა, თავს უნდა დაგვესხას და გაგვაკრიტიკოს, არათუ უბრალოდ გაგვაკრიტიკოს, არამედ უმძიმესი ბრალდებები უნდა წამოაყენოს. შემდეგ კი, იმის გამო გაგვაკრიტიკოს ამ ბრალდებებზე პასუხს რომ ვითხოვთ და ვამბობთ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. არავითარ ტონალობაზე და არავითარ რიტორიკაზე საუბარი არ შეიძლება ლოგიკურად ჩაითვალოს, ვიდრე თავს უფლებას აძლევს ვინმე, ბრალი დასდოს საქართველოს აბსოლუტურად არანორმალურ განცხადებებში. ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის მადისკრედიტებელი. არ მგონია, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული და სხვადასხვანაირი პოზიცია უნდა ჰქონდეს. არავის, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად იმ პირობებში, როდესაც ამას მხარე უარყოფს, რამე ბრალდება ასეთი ტონით წამოაყენოს. თუ კი ვინმეს ტონი და შინაარსი საკუთარი საუბრის აქვს გასაფილტრი, ეს პირველ რიგში, მაგალითად პოდოლიაკია. იგონებენ მითებს, შემდეგ ამ მითებს ებრძვიან და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ნუ უკვირს, როდესაც ბრალდებას აყენებს უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, ნურავის აკრიტიკებს, როდესაც მიიღებს მკაცრ პასუხს. ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებიდან იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება. როდესაც ბრალდება არის ცრუ და არაფერზე დაყრდნობილი, ასეთ პირობებში არავის აქვს მიზეზი რაიმე სანქციებზე ისაუბროს. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „პოდოლიაკის სხვა განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, საქართველოს მიმართ ცრუ ბრალდებების წამოყენებას, რეალურად, მოტივირებულია სააკაშვილის მიმართ გულშემატკივრობით“.

 

„რაც შეეხება განცხადების შინაარსს, საკითხი არასწორადაა დაყენებული. შეიძლება, საკითხში გაურკვეველი საზოგადოებისთვის, მათი შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურებოდეს. რეალურად, ბატონ სააკაშვილს სასჯელი აქვს დაკისრებული და მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. მკურნალობის საკითხებს რაც შეეხება, თუ ვინმე იტყვის, რომ სამკურნალო რაღაც ღონისძიება ესაჭიროება სააკაშვილს, რომელიც შეუძლებელია, მიწოდებული იქნას და არ მიეწოდება მას საქართველოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ლოგიკურად დაისვას საკითხი უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, გინდა უკრაინაში და ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში წაყვანასთან დაკავშირებული საუბრები აბსოლუტურად ყალბი რიტორიკაა. ამას სამართლებრივ პროცედურებთან არავითარი კავშირი არ აქვს. სასჯელის გადახედვის და გვერდის ავლის შესაძლებლობა არც არსებობს და სუვერენული ქვეყნის სასამართლოს გამოტანილი განაჩენები აღსრულებას ექვემდებარება. არავის აქვს უფლება უკუაგდოს სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.