1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა – ვიდეო
ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა – ვიდეო

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა – ვიდეო

244
0

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა.  შემთხვევა სულ ახლახანს, ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, სიტუაციაში ვერ გაერკვა. სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა და მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.