1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არაერთხელ ვცადეთ, პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან”- ჯუანშერ ბურჭულაძე
“არაერთხელ ვცადეთ, პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან”- ჯუანშერ ბურჭულაძე

“არაერთხელ ვცადეთ, პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო უკრაინელ ძმებთან”- ჯუანშერ ბურჭულაძე

294
0

ნარატივი რაც დღეს ჩვენს მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, იყო არაერთი მცდელობა, რომ უკრაინელ ძმებთან ურთიერთობების დათბობა მომხდარიყო.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ეს ნარატივი, რაც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.