1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ”- პრემიერი
“ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ”- პრემიერი

“ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ”- პრემიერი

298
0

​საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, რადგან ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ, ეს ომის პარტია, ეს მოღალატე, დეგრადირებული ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, ეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, რადგან ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ილუზია არ ჰქონდეს ვინმეს, რომ, მაგალითად, ბოლო გათამაშება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება როგორ დასრულდა, სრული ფიასკოთი. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, რომ ამ ომის პარტიას, ამრევებს და ლუზერებს რამე არეულობას​ შემოვატანინებთ​.

პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მინდა, სააკაშვილს ვუსურვო, გულწრფელად, როგორც ადამიანმა ადამიანს, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს.

სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.