1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

153
0

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მის დასახვედრად სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოება შეიკრიბნენ.

ცნობილია, რომ მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში არ გაიმართება და მას გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.

 

25 წლის ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.

ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.