1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიღაცეებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი” – ირაკლი კობახიძე
“ვიღაცეებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი” – ირაკლი კობახიძე

“ვიღაცეებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი” – ირაკლი კობახიძე

217
0

ვიღაცებს გიორგი გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი – ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება.  ის არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი  და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი,“ – განაცხადა კობახიძემ.

 პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ  დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის.

„მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული,“ – განაცხადა გახარიამ.