1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 363-ე დღე – რა ხდება ამდროისთვის უკრაინაში
ომის 363-ე დღე – რა ხდება ამდროისთვის უკრაინაში

ომის 363-ე დღე – რა ხდება ამდროისთვის უკრაინაში

195
0

ომის 363-ე დღე  – უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ისევ დონბასი და ხარკოვის ოლქია. გვიან ღამით საოკუპაციო ძალებმა, იერიშები სწორედ ხარკოვის მიმართულებით გააძლიერეს.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლება დაბომბეს

უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 11 დასახლებასთან მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში მტერმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 6 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გახსნა.

„რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად განადგურდა და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები, სკოლები და მაღაზიები. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

„ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე – „სამი დღე კიევამდე“ ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”, – განაცხადა უკრაინის პრწზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.