1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

228
0

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „სიენენ თურქი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. სამი წუთის შემდეგ ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში კი დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი.