1. Home
  2. TOP სიახლე
  3. USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა, ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე-ვიქტორ ორბანი
USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა, ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე-ვიქტორ ორბანი

USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა, ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე-ვიქტორ ორბანი

497
0

გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორბანი აღნიშნავს, USAID-ის ფაილებმა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა გამოააშკარავა.

„ყურადღება! ჩვენი შიშები გამართლდა: გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში. ახლა მათგან 63 ბრიუსელს ფულს სთხოვს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა პროექტის საბაბით. ეს არ მოხდება. ჩვენ არ მივცემთ მათ ევროპაში თავშესაფრის პოვნის საშუალებას. USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა. ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე“, – წერს ორბანი.