1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა შარშან რუსეთში ოთხჯერ მეტი გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე ომამდე -Financial Times
უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა შარშან რუსეთში ოთხჯერ მეტი გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე ომამდე -Financial Times

უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა შარშან რუსეთში ოთხჯერ მეტი გადასახადი გადაიხადეს, ვიდრე ომამდე -Financial Times

42
0

რუსეთში აქტივების მიხედვით შვიდმა უმსხვილესმა ევროპულმა ბანკმა – Raiffeisen Bank International-მა, Unicredit-მა, ING-მ, Commerzbank-მა, Deutsche Bank-მა, Intesa Sanpaolo-მ და OTP-მ 2023 წელს რუსეთში გადასახადების სახის 800 მილიონ ევრომდე გადაიხადეს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს თანხა ოთხჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ამ ბანკების მიერ გადახდილი გადასახადები. კერძოდ, 2021 წელს ევროპულმა ბანკებმა მხოლოდ 200 მილიონ ევრო გადაიხადეს. ამასთან, Financial Times-ის მონაცემებით, 2023 წელს ევროპული ბანკების საერთო შემოსავალმა რუსეთში 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

800 მილიონიდან ნახევარზე მეტი ავსტრიულმა Raiffeisen Bank International-მა გადაიხადა, რომელიც ყველაზე მსხვილი უცხოური ბანკია რუსეთში. ბანკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთში საკუთარი ბიზნესის შეკვეცას გეგმავენ, თუმცა განცხადებები ახალი ვაკანსიების შესახებ „კლიენტთა ბაზის გაფართოების ამბიციურ გეგმებზე მიუთითებს“.

Deutsche Bank-ის, OTP-სა და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთში საკუთარი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეამცირეს, Intesa ბიზნესის გაყიდვის სტადიაშია, UniCredit -ში კი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

Financial Times-მა თავის სტატიაში ამერიკული ბანკები არ განიხილა, რადგან მათ რუსეთში საკუთარი მუშაობის შედეგები არ გაუსაჯაროებიათ. გაზეთი წერს, რომ „დასავლური ბანკების გადასახადები გვიჩვენებს, თუ როგორ ეხმარებიან რუსეთში დარჩენილი უცხოური კომპანიები კრემლს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სანქციების მიუხედავად“.