უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული
566
0
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების და რუსული Ту-95мс ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. მისი ინფორმაციით, კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მერმა დედაქალაქის მოსახლეობას სთხოვა, არ დატოვონ თავშესაფრები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის დნიპროში, ზაპოროჟიესა და ლვოვშიც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეში ქალაქის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.