1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
204
0

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ის ჯაბა (ჯამბულატ) ხოფერიაა.

 

ინფორმაციას “ფეისბუქზე” გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა, არჩილ ხოფერია ავრცელებს. 

 

“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..

 

ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..

 

ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება…” – წერს ხოფერია. 

 

ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.