1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის”-The Wall Street Journal
“უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის”-The Wall Street Journal

“უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის”-The Wall Street Journal

536
0

ევროპელები დონალდ ტრამპის მმართველობას და მის სავარაუდო დაბრუნებას თეთრ სახლში აშშ-ის ადმინისტრაციების თანმიმდევრულ მონაცვლეობაში ერთგვარ გამონაკლისად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჯო ბაიდენი იქცა გამონაკლისად.

ევროპელებს მალე მოუწევთ იმის დანახვა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსში, აშშ ლიდერის როლს აღარ შეასრულებს, – ნათქვამია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის“ (ავტორი – მაიკლ გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2023 წლის თებერვალში პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინის დაცვა და მოსკოვთან ბრძოლის მოგება.

ჯო ბაიდენი თანამდებობას როცა იკავებდა, მან განაცხადა, რომ დარაზმავს მსოფლიოს დემოკრატებს ავტორიტარული სახელმწიფოების წინააღმდეგ. მისი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ჩასვლაც მოწოდებული იყო ხაზი გაესვა ამ ფუძემდებლური პოლიტიკისათვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვა აუცილებელია, ხოლო ავტორიტარული რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეჩერებული უნდა იქნეს.

მან პირობა დადო, რომ უკრაინას იმდენით დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა მალე მან რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინას მხარს იმდენად დაუჭერს, რამდენადაც შეძლებს.

ახლა კი, როცა რუსული დროშა ავდეევკაზე ფრიალებს, ხოლო უკრაინის არმიამ უკან დაიხია, ევროპის დედაქალაქებში შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ვაშინგტონში შექმნილმა პოლიტიკურმა პარალიჩმა შეიძლება აშშ აიძულოს მსოფლიოს ლიდერისა და ხელმძღვანელის როლი დათმოს.

ამერიკის სიმტკიცე უკრაინის დასახმარებლად რიგი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა – მათ შორის ევროპული ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების არასასურველი მდგომარეობის გამო, რომლებიც განახლებას საჭიროებენ. მაგრამ მთავარი პრობლემა თვითონ აშშ-ის შიგნით გაჩნდა, სადაც დონალდ ტრამპის მომხრეები, კიევის მიმართ დამატებითი დახმარების გამოყოფას ბლოკირებენ. ამით ეჭვქვეშ დგება არა მარტო უკრაინისადმი მხარდაჭერის როლი თვით აშშ-ის უსაფრთხოებისათვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაც კი.

ეს საკითხი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, ივლისში, ვაშინგტონში გამართული სამიტის დროს უნდა განიხილონ.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, თუ ამ დროისათვის კიევი, ამერიკულ სამხედრო დახმარებას მიიღებს, მაშინ უკრაინა შეძლება 2025 წლისათვის კონტრშეტევის მომზადებას. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ხოლო ვლადიმერ პუტინის არმია შემდგომ წარმატებებს მიაღწევს, ნატოს სადღესასწაულო-საიუბილეო სამიტი შეიძლება ალიანსის განხეთქილების დემონსტრირებად გადაიქცეს.

მსოფლიოს ქვეყნებს ეჭვი შეეპარებათ და დაიწყებენ იმის განხილვას, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი თავისი ვალდებულებების შესრულებას მომავალ წლებში როგორც ევროპაში, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო თეატრებში.

ამერიკელი ჩინოვნიკები არ ელოდნენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე წლებში მოსკოვთან კონფრონტაცია დაიწყებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ძირითადად ყურადღებას უთმობდა ჩინეთს და თავის შიდა პრობლემებს, უკეთესი იქნებოდა თეთრი სახლის მიზანი მოსკოვთან ნორმალური დონის ურთიერთობის შენარჩუნება ყოფილიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოსკოვის მოქმედებით ჯო ბაიდენისათვის უკრაინა ერთგვარ გამოცდად იქცა.

უსაფრთხოების სფეროს ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯო ბაიდენს თავიდანვე უნდა მიეწოდებინა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება, ანუ მანამ, სანამ რუსი სამხედროები უკრაინაში ადაპტაციას მოასწრებდნენ, ამერიკელი კონგრესმენებიც თავს არ შეიკავებდნენ. მაგრამ სხვა ექსპერტები განმარტავენ, რომ ვაშინგტონს ეშინოდა – ვაითუ უკრაინა მოწინავე ტექნიკას ისეთნაირად გამოიყენებდა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარა გაიზრდებოდა.

ამასთან, ევროპელი ჩინოვნიკები იმაზეც დაფიქრდნენ – ხომ არ ნიშნავს ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობა უკრაინის დახმარების საკითხში ზოგადად ჯო ბაიდენის პოლიტიკის უარყოფას? „საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ჩვენ თითქოსდა ევროპის მიტოვება გვინდა…

საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვიწევს უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ აღმოსავლეთ აზიას. ჩვენ გვინდა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ევროპაში აქტიურობა დაიწყონ“, – განაცხადა სენატორმა ჯეი დი-ვენსმა [მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე].

ევროპას უკრაინისათვის იარაღის დეფიციტის დაფარვა არ შეუძლია, თუ ამერიკა თავის მიწოდებას არ განაახლებს.

ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ ამჟამინდელი გადახრა უკრაინიდან – ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. „უბრალოდ, რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატების საქმეაო და ამიტომ თვითონ იმდენ ყურადღებას აღარ აქცევენ, რამდენიც საჭიროა“.
მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ლიანა ფიქსი – გერმანული მარშალის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, კონგრესში მიმდინარე დებატებს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას მხოლოდ უკრაინის სიტუაცია არ განაპირობებს. „ევროპაში დღემდე არის აზრი, რომ დონალდ ტრამპი გამონაკლისს წარმოადგენს მრავალწლიანი ტრანსატლანტიკური პოლიტიკიდან, მაგრამ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ გაჩნდება აზრი, რომ ჯო ბაიდენია გამონაკლისი.

ევროპას მოუწევს შეეგუოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებას, რომელშიც ამერიკა ევროპასთან დამოკიდებულებაში ლიდერი აღარ იქნება“, – ამბობს ლიანა ფიქსი.

წყარო: