1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის ჯერ დაგვიანებული არაფერია – იენს სტოლტენბერგი
უკრაინის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის ჯერ დაგვიანებული არაფერია – იენს სტოლტენბერგი

უკრაინის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის ჯერ დაგვიანებული არაფერია – იენს სტოლტენბერგი

240
0

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის.

„ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა, გადავაქციოთ ეს ვალდებულებები {უკრაინის მიმართ} იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებად – და ეს სწრაფად გავაკეთოთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში „ნატო-ს მოკავშირეებმა არ გაუწიეს მხარდაჭერა, რომელსაც დაჰპირდნენ“ უკრაინას. „მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის, რადგან დიდი მხარდაჭერა უკვე გზაშია“, – დასძინა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ახლახან აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დამატებითი დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად და ნატო-ს სხვა წევრებმა, განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, გამოაცხადეს დახმარების ახალი პაკეტები.