1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

69
0

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. ინიციატივის მუხლობრივი განხილვა დილის10 საათზე დაიწყება.

„ქართული ოცნება“ კანონის მოწინააღმდეგეებისგან, ქართული და რუსული კანონების მსგავსებაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე კვლავ ვერ ასაბუთებენ, რატომ უწოდებენ კანონს რუსულს. არგუმენტების გასაჯაროებას ისინი დღეისთვის აანონსებენ.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ოპოზიციასა და მესამე სექტორს კანონის შინაარსზე საუბრის ეშინიათ და კანონის მიღება იმიტომ არ სურთ, რომ ის ხელს შეუშლის ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ასრულებაში.