1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო
“უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო

“უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო

376
0

ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობას“ სასამართლო დავა მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე გოჩა დიდავამ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ხელმძღვანელ პირებს – ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მედიაში უჩა მამაცაშვილზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და თანხის 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა. მამაცაშვილი მოძრაობას ცილისწამებაზე უჩიოდა, რაც ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გაკეთებულ 7 სხვადასხვა განცხადებას ეხებოდა.

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა.