
უბედური შემთხვევა სოფელ უშგულში – ზვავის ჩამოწოლის შედეგად ესპანელების ჯგუფის წევრი დაიღუპა
504
0
უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მესტიის მერის ცნობით, დაღუპულია ესპანელების ოთხკაციანი ჯგუფის ერთი წევრი – ქალი, რომელიც სრიალის დროს ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა.
დაღუპული ადგილობრივი გიდების დახმარებით იპოვეს, ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.