1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა
თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

154
0

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, დელეგაციამ გამოკვეთა უკრაინის პრიორიტეტები, რომლებზეც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

„უკრაინა კვლავაც მოითხოვს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რაც რეალური უნდა იყოს“, – აღნიშნა უმეროვმა.

უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე წამოაყენა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის გამართვის იდეა, ეს შეხვედრა უკრაინული მხარის მოთხოვნით აგვისტოს ბოლომდე უნდა მოხდეს.

რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.