1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს

170
0

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა