1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. 
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. 

132
0

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია  18 342 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.

რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა.

ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსები უკვე მცირეა, კარამანმარასში მაშველებმა მიწისძვრიდან 96 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 26 წლის კაცი ცოცხლად ამოიყვანეს.