1. Home
  2. TOP სიახლე
  3. წყალდიდობის შედეგად ტანზანიაში 155 ადამიანი დაიღუპა
წყალდიდობის შედეგად ტანზანიაში 155 ადამიანი დაიღუპა

წყალდიდობის შედეგად ტანზანიაში 155 ადამიანი დაიღუპა

152
0

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 200 000-ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.

„ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანდა სახლები, რკინიგზა“, – განაცხადა მაჯალივამ.

ასევე წყალდიდობა იყო კენიაში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.