1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თქვენ ის ძალა ხართ, ხმა რომ მიეცით რეზოლუციას- თითქოს საქართველომ დაიწყო ომი”- გივი ჩხარტიშვილი
“თქვენ ის ძალა ხართ, ხმა რომ მიეცით რეზოლუციას- თითქოს საქართველომ დაიწყო ომი”- გივი ჩხარტიშვილი

“თქვენ ის ძალა ხართ, ხმა რომ მიეცით რეზოლუციას- თითქოს საქართველომ დაიწყო ომი”- გივი ჩხარტიშვილი

285
0
” ბატონო ვაშაძე, გვახსოვს როგორ ართმევდით ხალხს ქონებას, ღამის 3 საათზე იძულებით აფორმებინებდით სახელმწიფოზე ან მერაბიშვილ – ადეიშვილის კარის ბიზნესმენებზე. მერე შენი “რეფორმირებული” იუსტიციის სახლი როგორ „ათეთრებდა“ ამ ყველაფერს”- ასე მიმართავს  სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძეს
 
➡️ ჭიჭე ვაშაძე – ადეიშვილის ხელის ბიჭი, რომელიც ახლა კეზერაშვილის დაკვეთებს ასრულებს.
 
✅ჰგონია, 11 წლის შემდეგ ხალხს დაავიწყდა სააკაშვილის რეჟიმი.
 
⛔️ არა ბატონო ვაშაძე, გვახსოვს როგორ ართმევდით ხალხს ქონებას, ღამის 3 საათზე იძულებით აფორმებინებდით სახელმწიფოზე ან მერაბიშვილ – ადეიშვილის კარის ბიზნესმენებზე. მერე შენი “რეფორმირებული” იუსტიციის სახლი როგორ „ათეთრებდა“ ამ ყველაფერს.
 
➡️თქვენ ის ძალა ხართ, ხმა რომ მიეცით რეზოლუციას, სადაც მეხუთე პუნქტში ეწერა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი.
 
რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს დანაშაული.
 
⭕️ამით სწორედ რომ უღალატეთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ჯარს.
 
➡️თქვენ ის ძალა ხართ, სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ წარსადგენი მთავარი მტკიცებულებები რომ გააქრეთ. და მაშინ იმ სამინისტროს მაღალჩინოსანი იყავი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ამ მტკიცებულებების წარდგენა.
 
✅ქართული ოცნების ხელისუფლებას წლები დასჭირდა მათ მოსაძიებლად.
 
სირცხვილით როგორ არ იწვით, რუსეთუმე უწოდოთ ირაკლი ზარქუას ან, „ქართული ოცნების“ გუნდის რომელიმე წევრს, იმ პოლიტიკური ძალის, თქვენი გაფუჭებული საქმე რომ გამოასწორა და რუსეთს სახელმწიფოთაშორისი დავა მოუგო.
 
✅დიახ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დონეზე ეღიარებინათ ოკუპანტად.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ახალგორი, 168 ქართული სოფელი, კოდორის ხეობა, და რომლის ლიდერი ამ სოფლებს და კოდორს ქვების გროვად მოიხსენიებდა – სხვას ეძახდეს რუსეთუმეს.
🟢ქართული მიწის თითოეული გოჯიც და თითოეული ქვაც ძვირფასია.
 
კმარა სპექტაკლები❗️
 
კმარა ცრუ პატრიოტიზმი❗️
 
რამდენ ნაწილადაც უნდა დაიშალოთ და ერთკაციანი პარტიებით ვითომ ერთიან ფრონტად შეკოწიწდეთ – ხალხს სულ ახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმის და მისი დესტრუქციული პარტიის სახეები ხართ.
 
⭕️ხალხმა დიდი ხანია გიჩვენათ წითელი ბარათი და ვფიქრობ, დროა გახვიდეთ პოლიტიკიდან‼️
 
მონანიებას გაურბიხართ, მაგრამ იმდენი ცოდვა ჩაიდინეთ ხალხის და ქვეყნის წინაშე, გირჩევთ პოლიტიკას შეეშვათ და ეს ცოდვები მიწასთან ურთიერთობით გამოისყიდოთ.
 
სოფლის მეურნეობის პროგრამებით დაკავდით. შუამდგომლობას არ დაგაყვედრით”- წერს სოციალურ ქსელში გივი ჩხარტიშვილი.