1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისკენ”-თეა წულუკიანი
“კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისკენ”-თეა წულუკიანი

“კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისკენ”-თეა წულუკიანი

276
0

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გასაკვირია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული პენიტენციური სამსახური ზედმიწევნით ზრუნავს.

როგორც წულუკიანი ამბობს, სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა მეტად წარმატებული რომ იყოს, პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობაა სასურველი.

„ევროკავშირის ელჩის შეშფოთებას რაც შეეხება, რბილად რომ ვთქვა, გასაკვირია, ვინაიდან ამ შეშფოთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული პენიტენციური სამსახური, რომელიც ზედმიწევნით ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, აწ უკვე კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სოცოცხლის შენარჩუნებაზე.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა კიდევ უფრო წარმატებული იყოს, სასურველია თავად პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში.

ასევე, ბატონმა ჰერჩინსკიმ მოგვიწოდა, უკეთესად ვიზრუნოთ პატიმრებზე, ყველა პატიმარზე თანაბრად ვიზრუნოთ. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მოწოდება ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში უყურადღებობითა და, რეალურად, მზრუნველობის არარსებობით გარდაიცვალა 144 პატიმარი, შარშან გარდაიცვალა 21 პატიმარი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰერჩინსკის მოწოდება უკვე შესრულებული გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.