1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა -რას წერს უცხოური პრესა”
“თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა -რას წერს უცხოური პრესა”

“თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა -რას წერს უცხოური პრესა”

368
0

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Franfurter Rundschau), რუსეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ ფონზე, ბეჭდავს სტატიას სათაურით:  “თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა”(ავტორი – პაულა ფელკნერი).

ვლადიმერ პუტინი რუსეთს თითქმის 25 წელია მართავს… და, როგორც „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინასწარი შედეგები აჩვენებს, კიდევ მინიმუმ კიდევ ხუთი წელი იქნება რუსეთის მმართველი.

კრემლის 71 წლის ლიდერმა პოსტსაბჭოთა ქვეყანა რეპრესიულ ავტოკრატიად გადააქცია. მოდით, გადავხედოთ „პუტინის ეპოქას“ და ზოგიერთი რამ გავიხსენოთ:

ჩეჩნეთის მეორე ომი: პუტინი როგორც მხედართუფროსი

1999 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 26 აგვისტოს, მან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას ომი გამოუცხადა. რუსეთის ხელისუფლებამ ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ უწოდა. ომის აქტიური ფაზა გრძელდებოდა 2020 წლის 21 აპრილამდე, ხოლო კონტრპარტიზანული – 2009 წლის 16 აპრილამდე.

რუსეთის ტერიტორიაზე იმ დროს ტერორისტული აქტები ხდებოდა – ადამიანებს კლავდნენ ან იტაცებდნენ და მძევლებად აჰყავდათ. 2002 წლის პირველ სექტემბერს, ჩეჩნეთის (იჩქერიის) საველე მეთაურები და მებრძოლები თავს დაესხნენ ქალაქ ბესლანში საშუალო სკოლას, სადაც მძევლებად ასობით მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები აიყვანეს და 50 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ, სანამ რუსეთის უშიშროების ქვედანაყოფები არ შეიჭრნენ. სროლების შედეგად დაიღუპა 330 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი. კრემლმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არასწორად განახორციელა, რისთვისაც მოსახლეობის კრიტიკა დაიმსახურა.

პუტინი: ფორმალურად – პრემიერი, პრაქტიკულად – პრეზიდენტი

2008 წელს ვლადიმერ პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა. კონსტიტუციის დებულებების გამო მას აღარ შეეძლო მესამე ვადით არჩევა. რუსეთის ახალი პრეზიდენტი გახდა ვლადიმერ პუტინის სანდო პიროვნება დიმიტრი მედვედევი, რომელიც მის უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენდა. დიმიტრი მედვედევის მმართველობის დროს ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული. როგორც კრიტიკოსები ამბობდნენ, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს აკონტროლებდა.

ომი საქართველოსთან: პუტინის ნაბიჯი მედვედევის მეშვეობით

რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა საქართველოს არმიის ქვედანაყოფები [სეპარატისტული] სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შევიდნენ, ხოლო მის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა [ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ], საქართველოს ქალაქები დაბომბა. ხუთდღიანი ომმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ზოგიერთი ქვეყნის გარდა, მსოფლიო აღნიშნულ რეგიონებს კვლავ საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში არსებულად თვლის.

საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა პუტინის მიერ

2011 წელს რუსეთში მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები გაიმართა პარლამენტის (სახელმწიფო სათათბიროს) არჩევნების გაყალბების გამო. გამოსვლების მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ იგი ისევ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. კრემლმა მკაცრად ჩაახშო პროტესტები. 2012 წელს ვლადიმერ პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

პუტინი და უკრაინა: დონბასის სეპარატიზმი და ყირიმის ანექსია

2012 წელს, მესამე საპრეზიდენტო ვადის დროს, ვლადიმერ პუტინმა გააღვივა სეპარატიზმი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში (დონბასში – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში), მხარი დაუჭირა ადგილობრივ პრორუსულ სეპარატისტულ ხელისუფლებას, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა. დასავლეთმა კრემლის მოქმედება დაგმო და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის მიუხედავად, იმავე დასავლეთის ხელშეწყობით, რუსეთმა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. რასაკვირველია, პუტინი აგრძელებდა ლიბერალურ ოპოზიციასთან ბრძოლას.

პუტინი „უცხოელი აგენტებისა“ და „ლგბტ“-ის წინააღმდეგ

თავისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციაზე მკაცრი ზეწოლით დაიწყო: მან მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეავიწროვა და ისინი, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ და დასავლეთთან ფინანსური კავშირი ჰქონდათ, „უცხოელ აგენტებად“ შერაცხა. კანონმა სახელწოდებით „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ“ რუსეთში გაამყარა კონსერვატიული ფასეულობები. 2020 წელს კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტად ყოფნის იურიდიული გარანტიები 2036 წლამდე მიიღო.

პუტინის ომი უკრაინასთან

2022 წლის 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ჯარი ჰყავდა თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან და მსოფლიოს ატყუებდა, თითქოსდა მხოლოდ სამხედრო წვრთნებს ატარებდა, ბრძანება გასცა უკრაინაში შესაჭრელად. ომში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, ასეულ ათასობით ადამიანი იღუპება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა და 2023 წელს. ორდერი გასცა მის დასაპატიმრებლად.

„ვაგნერ-ჯგუფის“ აჯანყება პუტინის წინააღმდეგ

2023 წლის ივნისში ევგენი პრიგოჟინი, ნეგატიური სახელით ცნობილი დაქირავებულთა სამხედრო ორგანიზაციის „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომელიც მანამდე პუტინის სანდო პიროვნება იყო, არ დაემორჩილა რუსეთის არმიის სარდლობას, გენერალური შტაბის უფროსს და საერთოდ, სარდლობას, ხელში ჩაიგდო რუსეთის სამხრეთი მდებარე სამხედრო ობიექტები და თავისი სამხედრო ქვედანაყოფებით მოსკოვისაკენ დაიძრა.
ბელარისის ჩარევამ ამბოხება შეაჩერა და საბოლოოდ ჩააქრო, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ნათქვამს, რომ „ვაგნერმა“ თავისი ასეთი მოქმედებით რუსეთის არმიას „ზურგში დანა ჩასცა“, უკვალოდ არ ჩაუვლია. წარუმატებელი ამბოხების შემდეგ ორმა თვემ გაიარა და ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

პუტინის მე-5 „საპრეზიდენტო არჩევნები“: დიქტატორული რუსეთი

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. დასავლეთის დემოკრატია თვლის, რომ რუსეთი ავტოკრატიული სახელმწიფოა ვლადიმერ პუტინის მმართველობის სისტემა ისეთივე ძალადობრივი და დამთრგუნავია ადამიანის მიმართ, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში.

„საპრეზიდენტო არჩევნები“ პუტინის გამარჯვებით დასრულდა, ანუ მისი მმართველობის ეპოქა სამომავლოდაც გაგრძელდება. მაგრამ აღიარებს თუ არა ლეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოება ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევას?

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: