„დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი ქეით ზაქარია თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს," - ამის შესახებ The New York Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავად უბიძგა ზაქარიას, „გადაეხედა" ამ პოზიციაზე მუშაობის გადაწყვეტილებისთვის.

„გულწრფელად რომ ვთქვა, შენს ადგილას გადავხედვდი [ამ გადაწყვეტილებას]", - გაიხსენა პრეზიდენტმა პრესსპიკერთან საუბარი და დასძინა: „ქეით, გჭირდება ეს? არ ვფიქრობ, რომ ეს გჭირდება".

13 ოქტომბერს ზაქარიასთვის პირველი და საბოლოო ბრიფინგი წარუმატებელი აღმოჩნდა. აღნიშნულს მოჰყვა მედიის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ასაღებდა თუ არა ის თავს იურისტად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა ვერ ჩააბარა.