1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება”-The Hill
“თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება”-The Hill

“თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება”-The Hill

265
0

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ გამოდიან, თეთრი სახლი გააფრთხილეს, რომ ამას წინათ წარმომადგენლების პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც კიევისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს და რომელსაც უკვე ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკანასკნელი იქნება – რესპუბლიკელები უკრაინას სამომავლოდ ერთ დოლარსაც აღარ მისცემენ, – ნათქვამია გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „თეთრი სახლის რესპუბლიკელი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკანასკნელი დახმარება იქნება“ (ავტორები – ალექსანდრე ბოლტონი და ელ უივერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ის რადიკალი წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, აღიარებენ, რომ ამჯერად მათმა თანაპარტიელმა სენატში, რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერმა მიტჩ მაკონელმა მოახერხა და დებატების რაუნდი მოიგო – სხვადასხვა ხრიკებით გადაიბირა კონგრესმენები და კანონპროექტისათვის ხმის მიცემას მიაღწია, მაგრამ ეს იქნება უკრაინისათვის უკანასკნელი დახმარება და თუ ჯო ბაიდენი კიდევ მიმართავს კონგრესს დამატებითი თანხების გამოსაყოფად, ის ხელცარიელი და გაწბილებული დარჩება.

„თუ უკრაინა ფიქრობს ფიქრობს, რომ კიდევ მიიღებს 61 მილიარდ დოლარს კონგრესის თანხმობით, ეს შეუძლებელია’’, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეი დივენსმა.

ჯერ-ჯერობით არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში – კიევის საწინააღმდეგოდ თუ მოსკოვისთვის დადებითად. დაჭირდება თუ არა სასწრაფოდ კიდევ მსგავსი სამხედრო-ფინანსური ინექცია უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე.
საერთოდ კი, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს სალივანმა აღნიშნა, 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი, 2025 წლისათვის კი უკრაინის არმიას, ალბათ, მორიგი დახმარება დაჭირდება, მაგრამ ეს მოხდება უკვე აშშ-ის ახალი (ან ძველი) პრეზიდენტის მმართველობის დროს.

თვითონ სენატორები აღნიშნავენ, რომ გამოყოფილი დახმარება – 61 მილიარდი დოლარი – უკრაინის არმიისათვის არასაკმარისია და წლის ბოლომდე ბევრად უფრო ადრე დაიხარჯება, შესაძლოა ნოემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ „კოჭლი იხვის“ როლში იქნება, დებატები კიევისათვის დახმარების თაობაზე ახალი ძალით დაიწყება.

უკრაინის მომხრე კანონმდებლებს ჯერ ვერ გაუცნობიერებიათ, თუ რა მოხდება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, რომელიც, ზოგადად, უკრაინის დახმარების შემცირების მომხრეა, უკიდურეს შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ დახმარება კიევს „საჩუქრის“ სახით კი არ უნდა მიეცეს, არამედ ეკონომიკური შეღავათიანი კრედიტის სახით.

რესპუბლიკელები ელოდებიან, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი უკრაინის დახმარების ახალ გეგმას სექტემბრისათვის შეიმუშავებენ და კონგრესს განსახილველად წარუდგენენ.

„ასეთი კანონპროექტის წარდგენა კონგრესში „კოჭლი იხვის“ პერიოდში საკმაოდ სახიფათოა. თუ ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას წააგებს და დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ ახალ ადმინისტრაციას ხელახალი კონსულტაციები დაჭირდება“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ კონგრესიდან.

რესპუბლიკელ სენატორებს იმედი აქვთ, რომ თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ისინი მოახერხებენ მის დარწმუნებას დახმარების გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით. „მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ტომ ტილისმა, ჩრდილოეთ კაროლინელმა სენატორმა, – როცა დონალდ ტრამპს სრული ინფორმაცია ექნება, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მხარს დაგვიჭერს“.

წყარო: