1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

319
0

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილები უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.