1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თავს დამნაშავედ არ ვცნობ”- ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასასწრებად მივიდა
“თავს დამნაშავედ არ ვცნობ”- ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასასწრებად მივიდა

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ”- ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასასწრებად მივიდა

1.13K
0

 ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.

2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

“როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ბასილაშვილმა.

დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული დოროყაშვილი დაესწრებიან.

 საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.