1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს
167
0

ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმარი ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს. 

ჯოლიმ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომელშიც 2016 წელს თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტია აღწერილი. საჩივრის მასალებში მითითებულია რომ “პიტმა ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა, მეორეს სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ ჯოლის თავში მოკიდა ხელები და შეანჯღრია, ხელი კრა და კედელს შეაჯახა”. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული. 

ბრედ პიტის წარმომადგენელმა ყველა ბრალდება უარყო:

“ის(ჯოლი) აგრძელებს ლაპარაკს 6 წლის წინ მომხდარ ამბავზე. ყოველ ახალ ჯერზე ამატებს ცრუ დეტალებს. ეს ბრალდებები თავიდან ბოლომდე სიცრუეა”.

მიმდინარე წლის თებერვალში პიტმა ჯოლის საფრანგეთში მდებარე საერთო ვენახის ნაკვეთის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა. შატო წყვილმა 2008 წელს, ერთობლივად შეიძინეს და 6 წელიწადში იქ ქორწილი გადაიხადეს.