1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

206
0

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.

 

საავადმყოფოში გადაიყვანეს 600-ზე მეტი დაშავებული ადამიანი.

 

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

თურქეთში ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი, დაშავდა.