1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ -მეთიუ მილერი
შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ -მეთიუ მილერი

შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ -მეთიუ მილერი

208
0

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებით, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ სანქციებს ამ ტრიბუნიდან არ ვაანონსებთ. როგორც კი გვაქვს სანქციების შესახებ სათქმელი, ამის შესახებ ვამბობთ ხოლმე. თქვენ უკვე ნახეთ, რომ ჩვენ დავაწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ. ნახეთ, რომ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, და ნახეთ სხვა ქმედებებიც, მათ შორის, მთავრობას 95 მილიონი დოლარის გამოყოფა შევუჩერეთ. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, რასაც, ვიცით, რომ ქართველი ხალხი უჭერს მხარს“, – განაცხადა მილერმა.

ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მილერს კითხვა დაუსვა, – „აშშ-მა სატრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან და სანქციები არ დააწესა, ვის მხარესაა ამერიკის შეერთებული შტატები?“ – რაზეც მილერმა განაცხადა: „ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ“.