1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი”- “ევროპის სახალხო პარტიის” წევრები
“შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი”- “ევროპის სახალხო პარტიის” წევრები

“შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი”- “ევროპის სახალხო პარტიის” წევრები

312
0

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ ზომებს. სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, ვიდრე ისინი არ იქნებიან შეყვანილი გამჭვირვალობის რეესტრში, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოჰლმაიერის და პეტრი სარვამას წერილშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა „ეუობსერვერი“ აქვეყნებს.

 

წერილში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები ასევე გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი.

 

„მილიონობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველდღიურად ახორციელებს გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად და მათი შრომისმოყვარე თანამშრომლები იმსახურებენ აღტაცებას და პატივისცემას. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვების, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც ეს ე.წ. კატარგეითმა აჩვენა. ამ სკანდალში ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რამდენიმე „სოციალისტმა“ კოლეგამ ბოროტად გამოიყენეს სისტემა მათ სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ისინი ახლა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, თუმცა ამ საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა, რათა „კატარგეითის“ მსგავსი კორუფციული შემთხვევები მაქსიმალურად აღიკვეთოს. ჩვენ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები, მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს, გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს.

სამწუხაროდ, ევროპარლამენტში „კატარგეითის“ სკანდალის გამოძიებაში ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ყველას არ აქვს. ისინი უმეტესად „სოციალისტების“ და „მწვანეთა“ ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ნდობის მასშტაბურ კრიზისში, რომლის წინაშეც დგანან ინსტიტუტები, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული ნდობის აღდგენა. მილიონობით ევრო, ჩემოდნებში ჩატენილი იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არასამთავრობოებად არიან შენიღბული, აყენებენ ძლიერ დარტყმას ჩვენს რეპუტაციას, იმ ხალხს, ვისაც რეალური პოლიტიკის კეთება სურს და პატივს სცემს წესებს.

პარლამენტის უმრავლესობა და სხვა ინსტუტები არ უნდა იქნას იმ კრიმინალებთან ერთად მოხსენიებული, რომლებიც ქრთამებს იღებენ და ჩვენ არ გვსურს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დავადანაშაულოთ, რადგან რამდენიმე არასწორად მოიქცა. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავიბრუნოთ მოქალაქეების ნდობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის „შავი ცხვარი“, რომელიც ჩვენს და მსოფლიოში ყველა ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ძირს უთხრის. იმისთვის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ ზომებს. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, ვიდრე ისინი არ იქნებიან შეყვანილი გამჭვირვალობის რეესტრში.

უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი. ჩვენ გვჭირდება, რომ მესამე ქვეყნებიდან პოლიტიკოსებმა და ლობისტებმა დაარეგისტრინონ და გამოავლინონ, თუ როგორ უდგებიან ევროკავშირის კანონმდებლებს. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი შემდგომში გააგრძელებს მუშაობას კონკრეტულ ნაბიჯებზე, საპარლამენტო საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტსა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირავლე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუებას“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების წერილში.

ამასთან, „ეუობსერვერი“ აქვეყნებს ევროპარლამენტის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრების, ირაცე გარსია პერესისა და გაბი ბიშოფის მოსაზრებას: „2021 წელს ევროპარლამენტარებმა მიაღწიეს „ინსტიტუციურ შეთანხმებას“ სავალდებულო გამჭვირვალობის რეესტრის შესახებ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შეთანხმება ბევრად მკაცრი ფორმით. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რა და ვინ დგას სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის უკან. ჩვენ რეგულარულად უნდა ვამოწმებდეთ დაფინანსების ნაკადებს ყველა იმ ორგანიზაციაში, რომლებიც ჩამოთვლილია გამჭვირვალობის რეესტრში. ამ სახის ინფორმაციის გარეშე მოქალაქეებს ძალიან უჭირთ პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილების მიმღებთათვის“.