1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თბილისისთვის კარი ღია რჩება -ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე” – ლავროვი
“თბილისისთვის კარი ღია რჩება -ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე” – ლავროვი

“თბილისისთვის კარი ღია რჩება -ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე” – ლავროვი

215
0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე.

„ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში [3+3] შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე”, – განაცხადა ლავროვმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.