1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გამათავისუფლეს, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ოქრუაშვილი დაიბოღმა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში -მამუკა ყურაშვილი
შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გამათავისუფლეს, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ოქრუაშვილი დაიბოღმა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში -მამუკა ყურაშვილი

შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გამათავისუფლეს, ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას, ოქრუაშვილი დაიბოღმა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში -მამუკა ყურაშვილი

1.18K
0

2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, მამუკა ყურაშვილის განცხადებით, ის შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, პირველ შემთხვევაში, 2006 წელს ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, რომ „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“, მეორე შემთხვევაში კი გათავისუფლდა 2011 წელს.

კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა აღნიშნა, რომ იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.

„ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდაკულუარული ინტრიგები იყო. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, ნოხის ქვეშ და კულისების უკან რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, ოქრუაშვილმა გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, – განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.