შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

100
0
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა. ამერიკული სადაზვერვო უპილოტო აპარატი შავ ზღვაში, ყირიმიდან დასავლეთით დაეშვა.
ინციდენტში მონაწილე რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. დაზიანდა თუ არა ის შეჯახების შედეგად, უცნობია. ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.