1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, მაგრამ დღემდე არ მოუხდია პოლიტიკური სასჯელი”- შალვა პაპუაშვილი
“ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, მაგრამ დღემდე არ მოუხდია პოლიტიკური სასჯელი”- შალვა პაპუაშვილი

“ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, მაგრამ დღემდე არ მოუხდია პოლიტიკური სასჯელი”- შალვა პაპუაშვილი

151
0

ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, მაგრამ მას დღემდე არ მოუხდია პოლიტიკური სასჯელი, პოლიტიკაში მისი ყოფნა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუშვილმა  ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენა საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„რაც შეეხება ახალგაზრდებს, პირველი, რაც არ მომწონს და არავის არ უნდა მოსწონდეს – როცა ადამიანები შეტევას ახორციელებენ პარლამენტის შენობაზე და ამსხვრევენ ფანჯრებს, იყენებენ მოლოტოვის კოქტეილებს, რაც პირველად მოხდა ჩვენი აქციების ისტორიაში. აქ რაიმე რომანტიზება ამ საკითხის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა, დაუშვებელია. ვინც ჩაიდინა ადმინისტრაციული დანაშაული, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში იქნება მიცემული. პოლიციამ პროფესიონალურად იმოქმედა. პოლიციის დროული რეაგირება იყო და ეს რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ადამიანების მიმართ გამოუსწორებელი ზიანი ყოფილიყო. რომანტიზება, ტაშის დაკვრა ამ ყველაფერზე მიუღებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.