1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება”- გიული ალასანია
“მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება”- გიული ალასანია

“მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება”- გიული ალასანია

195
0

მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება, უჭირს. მოწმე ვარ, რომ ვერ იღებს საკვებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება წაქცევას, რამდენიმე დღის წინ მართლაც ჰქონდა დალურჯებული. ნამდვილად უჭირს ადგომა. ჯანმრთელი ადამიანიც შეიძლება წაიქცეს. რაც შეეხება კვებას, უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. სურვილის მიხედვით არა, მოწმე ვარ იმის, რომ ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა ალასანიამ.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.

„რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ”,- განაცხადა ჩხაიძემ.