რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის პრეზიდენტის სახელით ინდოეთში G20-ის სამიტს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პროსამთავრობო „რიანოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განუცხადა. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პრეზიდენტის სახელით უხელმძღვანელებს დელეგაციას G20-ის სამიტზე ინდოეთში“, - აღნიშნა ზახაროვამ. 

მანამდე კი, როგორც კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს G20-ის მოახლოებული სამიტი.