1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საუბარი იმაზე, თითქოს არის ფანჯარა, რომელიც შეიძლება დაიხუროს, არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების დაკნინება და შეურაცხყოფა – პაპუაშვილი
საუბარი იმაზე, თითქოს არის ფანჯარა, რომელიც შეიძლება დაიხუროს, არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების დაკნინება და შეურაცხყოფა – პაპუაშვილი

საუბარი იმაზე, თითქოს არის ფანჯარა, რომელიც შეიძლება დაიხუროს, არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების დაკნინება და შეურაცხყოფა – პაპუაშვილი

358
0

ჩვენ წარმოდგენილი გრაფიკით ვაგრძელებთ მუშაობას და აუცილებლად სწორედ ამ 6-თვიანი გრაფიკის მიხედვით ვიმუშავებთ და შევასრულებთ იმ პრიორიტეტებს, რომელზეც არის საუბარი. ჩვენ ჩვენს წილ სამუშაოს გავწევთ და დაველოდებით ევროკავშირის პასუხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმაზე საუბარი, თითქოს დღეს არსებობს ფანჯარა, რომელიც შესაძლოა საქართველოსთვის დაიხუროს, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ დათესონ ისტერია.

„საუბარი, თითქოს არის ფანჯარა, რომელიც შეიძლება დაიხუროს, არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების დაკნინება და შეურაცხყოფა. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სამ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივის აღიარება. ეს ფანჯარა აღარ დაიხურება, ვინაიდან ესაა სწორედ მთავარი გადაწყვეტილება. ვინც ამბობს, თითქოს არის გარკვეული პერიოდის ფანჯარა და არის ცაიტნოტი, ეს არის ერთადერთი მიზნის მატარებელი, რომ დათესონ ისტერია. არაერთხელ აღნიშნა ევროკავშირის ყველა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომ ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ხანგრძლივი, ეს არის რამდენიმე წლიანი პროცესი. მთავარი გადაწყვეტილება, რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, უკვე მიღებულია, მთავარი პირობებიც უკვე დასახელებულია ამ 12 პრიორიტეტის სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.