
სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 15:00 საათიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად, მხარეებმა საქმეში მტკიცებულებები დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი, დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.
მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.