1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია
“საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია

“საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია

443
0

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ინალ არძინბას თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებ და ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. არძინბა აღნიშნავს, რომ გე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მოსალოდნელი სცენარებისთვის მათ მზადყოფნას განიხილავენ. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი “რეგიონში” არსებულ ვითარებას ფეთქებადსაშიშად მიიჩნევს. 

“იზრდება საიერიშო იარაღისა და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების კონტრაქტები, მიმდინარეობს კონსულტაციები NATO-სთან, აქტიურად მუშაობს დაზვერვა, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების, მათი სადაზვერვო სტრუქტურები ამ საქმეში ეხმარებიან. ჩემს ახლანდელ გამოსვლაში ვსაუბრობდი, რომ სადაზვერვო სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ აქ ინფორმაცია შეაგროვონ. 

მიმდინარე საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რა ხდება უკრაინაში, იმის გათვალისწინებით, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ”, – განაცხადა არძინბამ.