1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე “ოთხეულის” განცხადებები რუსული ნარატივი ყოფილა” –ალუდა ღუდუშაური
“გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე “ოთხეულის” განცხადებები რუსული ნარატივი ყოფილა” –ალუდა ღუდუშაური

“გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე “ოთხეულის” განცხადებები რუსული ნარატივი ყოფილა” –ალუდა ღუდუშაური

190
0

გასაოცარია აშშ- ის ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, როცა კითხვები ისმევა და არავინ პასუხს არ სცემს მათ, ეს უხერხულობას ქმნის.

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნოა ის მიდგომა და ესეც დაუსაბუთებელია, როცა პარლამენტის წევრი სვამს კითხვებს, რომელიც რიგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს, იმ დროს, როცა სრული ბუნდოვანებაა და არავინ ამაზე პასუხს არ იძლევა, ეს ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე „ოთხეულის“ განცხადებები, პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ვფიქრობ, უხერხული ბრალდებები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან მთელი რიგი საკითხები, რასაც ეს დეპუტატები სვამენ, არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია და კითხვა. კითხვის დასმა იქ, სადაც არის ბუნდოვანება, რატომ ითვლება, რომ ვინმესთვის მტრობა ან რუსული ნარატივია, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია,”- განაცხადა ღუდუშაურმა.