1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება – გიტანას ნაუსედა
საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება – გიტანას ნაუსედა

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება – გიტანას ნაუსედა

142
0

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს გულს დაწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავე დროს, ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას”.

“ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა.

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება”, – განაცხადა ნაუსედამ.

ამავდროულად, ლიეტუვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავისას მიაღწევს.

“ისინი ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას იმოქმედოს”, – განაცხადა ნაუსედამ.