1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა” – კელი დეგნანი
“საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა” – კელი დეგნანი

“საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა” – კელი დეგნანი

155
0

“საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს EU-ში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

კელი დეგნანმა ამავე შეხვედრაზე ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა.

 

“თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ. ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა. ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც,” – განაცხადა დეგნანმა.