1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 308-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში
ომის 308-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

ომის 308-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

228
0

ომის 308-ე დღე.  საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და აღნიშნავს, რომ შედეგად არავინ დაშავებულა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო წერს, რომ საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.

“ხერსონი. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშობიარო განყოფილებას, დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა.შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს. მშობიარობის შემდეგ დაწესებულებაში ხუთი ქალი იმყოფება”, – წერს ტიმოშენკო.

 

მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასშიც. ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება, თუმცა უკრაინელები მასირებული იერიშების მოგერიებას ახერხებენ.