1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

424
0

ვერძი

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ამისათვის რაიმე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება არ დაგჭირდებათ – თქვენი დუმილი შეიძლება სიტყვებზე მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

კურო

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ და რაღაც ახალი და პიკანტური სცადოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს ექსტრემალური ემოციებისთვის მზად ხართ! არაფერი აღაგზნებს კუროს ისე, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, ნებადართულისა და აკრძალულის დაბალანსება. ყველაფერი რაც აკრძალული არ არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოთ!

ტყუპები

მთელი დღის განმავლობაში თქვენში დაძაბულობა და უკმაყოფილება გროვდება. გარშემომყოფები არაორგანიზებულობით გაღიზიანებენ, მოვლენები კი დროდადრო უკონტროლო ხდება. შესაძლოა, ამან არაფრით დაგაზარალოთ, უბრალოდ გაცოფებთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი გეგმის დარღვევით, “არასწორად” მიდის. განწყობას მხოლოდ ძლიერი ემოცია ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის ყველაზე წარმატებული იდეა თუ პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა სიახლე თუ ჭორი გაიგოთ, რადგან სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საიდუმლო. შესაძლოა, მალე რამდენიმე ძალიან საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან ვიღაც ისეთი მოხიბლოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ლომი

ფრთხილად იყავით – დიდი კონფლიქტი გელით! საბრძოლოდ განწყობილი ხართ და ნერვიულად რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება. მკვეთრ ნაბიჯს თუ გადადგამთ, მოგვიანებით აუცილებლად ინანებთ, ამიტომ, ეცადეთ, ენერგია სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ. ბოლოს და ბოლოს, სახლი დაალაგეთ ან წიგნების კარადა გადაახალისეთ – გარწმუნებთ, ჩხუბის ყველანაირი სურვილი გაგიქრებათ.

ქალწული

ამ დღეს განწყობა ისე სწრაფად გეცვლებათ, რომ თავადაც ვერ ხვდებით მოწყენილი ხართ თუ მხიარული, გაბრაზებული თუ გულგრილი, კეთილგანწყობილი თუ მშვიდი. საკუთარი გრძნობების სათამაშოდ რომ არ იქცეთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

სასწორები

შეიძლება, მთელი დღე უსარგებლო წვრილმანების კეთებაში გაატაროთ, თუმცა თავად მათ წვრილმანებად არ მიიჩნევთ. ზოგადად, ამ დღეს ცდილობთ, ბუზისგან სპილო შექმნათ! გაითვალისწინეთ, რომ ეს ბევრს აღიზიანებს, ამიტომ ეცადეთ, მოვლენებს იუმორით შეხედოთ, რათა ემოციებმა შიგნიდან არ დაგანგრიოთ.

მორიელი

მზად იყავით იმისთვის, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. მათ შორის, ვინც თქვენით დაინტერესდა, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ – მათ თქვენი ცხოვრებისა და კარიერის შეცვლა შეუძლიათ. ეცადეთ, ამ ადამიანების დასანახად თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და აუცილებლად მოგებული დარჩებით.

მშვილდოსანი

დილიდან უმცირეს შენიშვნაზე დენთივის კასრივით ფეთქდებით. ამის გამო იქაც კი კონფლიქტს ხედავთ, სადაც არ არსებობს. იქ კი, სადაც არსებობს, კიდევ უფრო აღრმავებთ – თქვენ ხომ მტკივნეულ ადგილზე ზეწოლა მშვენივრად გეხერხებათ! საინტერესოა, მოგიტანთ თუ არა ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? ალბათ არა და თუ ასეა, ღირს კი საერთოდ ბრძოლა?

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება რაღაც ახლისა და უცნობის მიმართ ლტოლვა იგრძნოთ! ჩვეული რუტინა უკვე მოწყენილობას გგვრით, ხოლო ახალი ადგილებით, ახალი ცოდნითა და ახალი ადამიანებით გატაცება ზღვარს აღწევს. თუ დიდი აღმოჩენებისთვის მზად არ ხართ, დაიწყეთ მცირედით – უბრალოდ, უცნობ ქუჩაზე გაისეირნეთ, ახალი ადამიანები გაიცანით ან ახალი კერძი დააგემოვნეთ.

მერწყული

ამ დღეს ფულის უკონტროლო ხარჯვისკენ ხართ განწყობილი. განსაკუთრებულ გულუხვობას საყვარელი ადამიანების მიმართ გამოიჩენთ – უბრალოდ, არ შეგიძლიათ, რომ თხოვნაზე უარი უთხრათ. თუმცა, რატომაც არა? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. მიჰყევით საკუთარ სურვილებს, თუმცა ზედმეტიც ნუ მოგივათ.

თევზები

ამ დღეს ორმაგად მომხიბვლელი ხართ, რაც განსაკუთრებულ თავდაჯერებას გმატებთ. თქვენი ქარიზმა სამსახურში, სახლში და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. მთავარია, არ გადაამლაშოთ – თუ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენგან ამპარტავნებას იგრძნობენ, თქვენი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გაქრება.