1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა”- პრემიერი
“საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა”- პრემიერი

“საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა”- პრემიერი

249
0

საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა.

 

„მინდა, საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაცნო. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული ინდექსები მმართველობის, კეთილსინდისიერების ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება, ითქვას, პირველი ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ გამოკვლევით. საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, ამის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი საქართველოს მტავრობის მუშაობის შედეგია.

 

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატო-ს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. შემიძლია, რამდენიმე ქვეყანა ჩამოვთვალო: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებით და ამ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით ამ ინდექსის მიხედვით.

არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ. ეს შედარებისთვის და ინფორმაციისთვის, რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.