1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს – მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას  მხარს დაუჭერს –  მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს – მამუკა მდინარაძე

135
0

საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო, უმრავლესობამ მაინც გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს.

„ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ ორი არგუმენტი წარმოდგენილი, რასაც ადრეც ვამბობდით. რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ეს შენიშვნა გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი, შესაბამისად, შემდგომში სახალხო დამცველი. აგრეთვე, გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც მეც ვადასტურებ, რომ არ იყო რელევანტური, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა. ვფიქრობთ, მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ. საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. ამასობაში, უნდა ვთქვათ მისი დადებითი მხარეები მის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, კითხვები არავის ჰქონია. მთავარი ფაქტორი, გარდა მისი პიროვნული დახასიათებისა, იყო ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის არჩევას. საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს“, – განაცხადა მდინარაძემ.